უკრაინის მთავრობის დელეგაცია -ში Tomahawk-ის რაკეტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი უკრაინელი ოფიციალური პირების დელეგაცია Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ერმაკის გარდა შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და უკრაინის ელჩი -ში ოლგა სტეფანიშინა.
უკრაინის დელეგაცია ასევე შეხვდა კიდევ ერთი ამერიკული თავდაცვის კომპანიის, Lockheed Martin-ის წარმომადგენლებს.
„მათი ტექნოლოგიები სიცოცხლის მხსნელია: F-16-ები და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს უკრაინის ცას, ხოლო მათი შეტევითი გადაწყვეტილებები საიმედოდ უჭერს მხარს ჩვენს ძალებს ფრონტის ხაზზე“, – წერს ერმაკი.
მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებთან უკრაინის თანამშრომლობა ძლიერდება.