უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დონეცკის ქალაქ კრასნოგორივკაზე კონტროლი აიღეს. მათივე ინფორმაციით, რუსები ამ ტერიტორიაზე გასულ დღეს შევიდნენ.
“წინა დღით რუსული არმიის ძალები თავს დაესხნენ კრასნოგორივკას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს და ქალაქში შევიდნენ. მტრისთვის ფეხის მოკიდების საშუალების წართმევის მიზნით, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ნაწილებმა, 1-ლი და მე-2 მოიერიშე ბატალიონების სამხედროებმა ჩაატარეს საბრძოლო ოპერაცია ქალაქის მტრის ძალებისგან გასაწმენდად”. – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე თქმით, რუსებმა მოკლე დროში თავდაცვისა და წინააღმდეგობის გასაწევად მომზადება შეძლეს, თუმცა, “ბრიგადის თავდასხმის ჯგუფებმა რუს ჯარებს გარდაუვალი ზარალი მიაყენეს”. უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიჭრა ან მოკვდა დაახლოებით 100 რუსი სამხედრო.
“რუსებმა უარი თქვეს იარაღის დაყრაზე და მათ მიერ დაკავებულ სახლებში მოკვდნენ.
კრასნოგორივკა ამჟამად უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა!” – აღნიშნულია მე-3 მოიერიშე ბრიგადის განცხადებაში.