უკრაინის იუსტიციის მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს 20 ათასამდე პატიმრის მობილიზაციას

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 10 000-დან 20 000-მდე პატიმრის მობილიზაციაა შესაძლებელი. ამის შესახებ BBC-ს განუცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ.
უკრაინის პარლამენტმა 8 მაისს მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა გარკვეული ნაწილის ნებაყოფლობით მობილიზაციას. მათ შორის არ არიან განზრახ მკვლელობის, სექსუალური ძალადობის, ნარკოტიკების წარმოება-გასაღების და სხვა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. ასევე, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები და კორუფციისთვის გასამართლებული ჩინოვნიკები.
BBC-მ უკრაინის იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, ხედავს თუ არა პარალელს რუსეთთან, რომელმაც საომრად პატიმრების მობილიზაცია განახორციელა და ხომ არ გაიმეორებენ ს გზას. დენის მალიუსკას თქმით, პარალელი არსებობს, მაგრამ განსხვავება მიდგომაშია, რადგან რუსეთისგან განსხვავებით არ აპირებს იძულებით მობილიზაციას და შესაბამისი მომზადების გარეშე პატიმრების ფრონტზე გაგზავნას საზარბაზნე ხორცად.

ასევე დაგაინტერესებთ