უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის დაბომბვასთან კავშირს უარყოფს

უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკში განხორციელებულ დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
”რუსები ავრცელებენ ინფორმაციას დონეცკის ბაზარზე თავდასხმის შესახებ. ჩვენ პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ძალებს, რომლებიც ექვემდებარებიან ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიას“, ამ შემთხვევაში არ ჩაუტარებიათ საბრძოლო სამუშაოები დესტრუქციული იარაღით. დონეცკი არის ! რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა“, – აცხადებენ ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიაში“.
შეგახსენებთ, გუშინ, დროებით ოკუპირებული დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ