უკრაინის თავდაცვის ძალებმა მორიგი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინამ ს კიდევ ერთი, A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმომჩენი აღჭურვილობის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა გაავრცელა.
“ვულოცავ ოკუპანტებს მამულის მცველთა დღეს. ჯობდა, სახლში აღგენიშნათ”, – დაწერა ოლეშჩუკმა.
Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი კრასნოდართან ახლოს ჩამოვარდა.
14 იანვრის საღამოს ტელეგრამის რუსულ და უკრაინულ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვაში რუსული A-50 თვითმფრინავი ჩავარდა და კიდევ ერთი დაზიანდა. 15 იანვარს დადასტურდა, რომ ორი ძვირადღირებული თვითმფრინავი მ მართლაც გაანადგურა.
23 თებერვალს, მორიგი თვითმფრინავი ისევ აზოვის ზღვის თავზე განადგურდა, ქალაქ ეისკთან ახლოს. Ukrainska Pravda წერს, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ღირებულება 350 მილიონი დოლარია.

ასევე დაგაინტერესებთ