უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს და მომხდარში უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლო მონაწილეობას ვერ ადასტურებს

უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
უკრაინული მაუწყებლის, Suspilne-ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.
შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.