უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Rheinmetall-ს Gepard-ის საზენიტო დანადგარებისთვის ათასობით ჭურვი შეუკვეთა

გერმანული შეიარაღების კონცერნ Rheinmetall-ისგან 2026 წელს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო დანადგარებისთვის 35 მმ კალიბრის დამატებით ჭურვებს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, საბრძოლო მასალა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა.
„კიევმა შეუკვეთა HEI-T საბრძოლო მასალის 180 000 ჭურვი“, – ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეკვეთის ღირებულება „მაღალი ორნიშნა მილიონი ევროს დიაპაზონშია“ და მას დააფინანსებს გერმანია, სადაც საბრძოლო მასალის წარმოება მოხდება.
უკრაინის მიერ შეკვეთილი საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საჰაერო სამიზნეების, კერძოდ, დრონების გასანადგურებლად.
გერმანიამ უკრაინას დღემდე 55 საზენიტო ტანკი Gepard-ი გადასცა. ტანკების პირველი პარტია ქვეყანაში 2022 წლის ზაფხულში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს