უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ Rheinmetall-ს Gepard-ის საზენიტო დანადგარებისთვის ათასობით ჭურვი შეუკვეთა

უკრაინა გერმანული შეიარაღების კონცერნ Rheinmetall-ისგან 2026 წელს Gepard-ის თვითმავალი საზენიტო დანადგარებისთვის 35 მმ კალიბრის დამატებით ჭურვებს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, საბრძოლო მასალა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა.
„კიევმა შეუკვეთა HEI-T საბრძოლო მასალის 180 000 ჭურვი“, – ნათქვამია მწარმოებლის განცხადებაში.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეკვეთის ღირებულება „მაღალი ორნიშნა მილიონი ევროს დიაპაზონშია“ და მას დააფინანსებს გერმანია, სადაც საბრძოლო მასალის წარმოება მოხდება.
უკრაინის მიერ შეკვეთილი საბრძოლო მასალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საჰაერო სამიზნეების, კერძოდ, დრონების გასანადგურებლად.
გერმანიამ ს დღემდე 55 საზენიტო ტანკი Gepard-ი გადასცა. ტანკების პირველი პარტია ქვეყანაში 2022 წლის ზაფხულში ჩავიდა.