უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ „რამშტაინის“ მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.
უკრაინის მოკავშირეების შეხვედრას დიდი ბრიტანეთი და გერმანია უხელმძღვანელებენ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს გაიმართა, სადაც მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად „ელექტრონული ომის კოალიციის“ შექმნის შესახებ გამოაცხადეს.