უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია შევძელით

ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია შევძელით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ტერიტორიის 50%-ის დეოკუპაცია, ჩვენ რუსეთს ჩვენს მიწაზე ვამარცხებთ, დავიბრუნეთ ტერიტორია, გავათავისუფლეთ ის. ახლა კი 2024 წლის გეგმა გვაქვს“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
უმეროვმა აღნიშნა, რომ რუსებს ფრონტზე თავდაცვის სამი ხაზი აქვთ და ახლა უკრაინის სამხედროები მეორე და მესამე ხაზებს შორის იმყოფებიან.
„ისინი დემოკრატიების განადგურებას გააგრძელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ და უკრაინელები არ უნდა არსებობდნენ“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს