უკრაინის თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც უმეროვის Twitter-ზე წერს, შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და ზამთრის პერიოდში უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები.
“უკრაინის NATO-ში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ ეს გზა დიდი ხნის წინ აირჩია და ახლა ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მივუახლოვდეთ ნატოს წევრობას”, – წერს უმეროვი.
Had an important meeting with @NATO Secretary General @jensstoltenberg
in Brussels. I am grateful to Mr. Stoltenberg for his leadership and coordination of the Alliance’s work to ensure long-term support for Ukraine.

We discussed the situation on the battlefield and the urgent… pic.twitter.com/sR9SUirXVQ— Rustem Umerov (@rustem_umerov) December 4, 2023