უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების საკითხები განიხილა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა 27 ნოემბერს სამხრეთ კორეაში განიხილა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის, იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში ჩართეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
ზელენსკის თქმით, უმეროვი სეულში მისი დავალებით ჩავიდა, ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობის ყველა ასპექტის განსახილველად და იმაზე სამსჯელოდ, “თუ რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნების დასაცავად და ჩვენს რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.
უმეროვმა მანამდე თქვა, რომ სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, იუნ სოკ იოლთან განიხილა უსაფრთხოების და სტაბილურობის გასაძლიერებელი ნაბიჯები. უმეროვმა შეხვედრები გამართა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტთან და მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში.
უმეროვი ამბობს, რომ შეხვედრაზე წამოჭრა ჩრდილოეთ კორეის სამხედროების ადგილზე ყოფნის და უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში ჩრდილოეთ კორეის არმიის “აქტიური” მონაწილეობის საკითხები.
სამხრეთ კორეისთვის ჩრდილოეთი კორეის ჯარისკაცების ეს დისლოცირება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ისინი საბრძოლო გამოცდილებას იღებენ, რამაც, შესაძლოა, შექმნას დამატებითი გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ – დასძენს უმეროვი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი არ არის განიხილეს თუ არა მხარეებმა სეულის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)