უკრაინის თავდაცვის მინისტრი – 2024 წლის გეგმა მოგვცემს შედეგებს

არსებობს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამოქმედო გეგმა 2024 წლისთვის, ის მძლავრია და შედეგებს გამოიღებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ფორუმზე “. 2024 წელი” განაცხადა.
“ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს, რომ გარღვევა მოვახდინოთ. 2024 წლის გეგმა უკვე არსებობს. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ის არის მასშტაბური, ძლიერი და არა მარტო იმედის მომცემია, არამედ მოგვცემს შედეგებსაც 2024 წელს”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. უმეროვმა ასევე აღნიშნა, რომ ს ომი უკრაინის წინააღმდეგ დღეს ყველაზე დიდი ომია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„ჩვენ გვაქვს 3200 კილომეტრი სიგრძის ფრონტის ხაზი, გვაქვს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის 1200 კილომეტრიან ხაზზე. ეს არის ომი, სადაც ბევრი რამ პირველად ხდება – ეს არის პირველი ომი, სადაც ამდენი რაკეტა გაუშვეს მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ 8 000-ზე მეტი რაკეტა ისროლა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ ომში უკრაინელმა ჯარისკაცებმა პირველად ჩამოაგდეს “კინჯალები”, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის მძლავრი ფლოტი დრონებით.
„ეს ზოგადად დრონების პირველი ომია. ეს არის პირველი ომი სმარტფონებით ხელში, სადაც უკრაინა იბრძვის ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში“, – განაცხადა უმეროვმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მუდმივ ინსპექტირებას ახორციელებს სამხედრო ნაწილების სურსათის მიწოდების კუთხით.
„მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში ათობით მილიონი გრივნის ღირებულების დარღვევები დავაფიქსირეთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, თავდაცვის ძალებში კორუფციული სქემების იდენტიფიცირება და ამ სისტემის გასუფთავება მიმდინარეობს.
“ომის დროს კორუფცია ტერორიზმზე უარესია. არანაირი მოლაპარაკება მათთან, ვინც ჩვენს ჯარისკაცებს პარავს”, – ხაზგასმით აღნიშნა უმეროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი