დენის შმიგალი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის ხელმძღვანელობით ნატო-ს დელეგაციასთან. ყურადღება გავამახვილეთ ინოვაციებსა და უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვაზე. შეხვედრის მთავარი თემა ზამთრისთვის უკრაინის საჭიროებები იყო “, – წერს დენის შმიგალი X-ზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კოლეგებთან ხაზი გავუსვით საჰაერო თავდაცვის პრიორიტეტებს: თავდაცვის რაკეტებს, გამანადგურებელ დრონებსა და რადარებს“, – აცხადებს შმიგალი.




