უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა

უკრაინის თავადცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა 22 ნოემბრის საღამოს რამშტაინის შეხვედრის დეტალებზე ილაპარაკა.
მან დაასახელა შეხვედრის 5 ძირითადი შედეგი, რომელზე საუბარი საჯაროდ არის შესაძელებელი:
· ჩამოყალიბდა საჰაერო თავდაცვის სისტემების ახალი კოალიცია, რომლის ლიდერები გერმანია და საფრანგეთი არიან. კოალიციაში 20 ქვეყანა შევიდა. ამ ზამთრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქების საჰაერო სისტემებით მომარაგებაა;
· ნიდერლანდები ს 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს;
· IT მიმართულების ლიდერი – , ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის თანხას გამოყოფს IT კოალიციის მოღვაწეობას მოხმარდება;
· დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია საზღვაო კოალიციის ფარგლებში იმუშავებს შავი ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებაზე;
· ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად განვაგრძობთ თავსებადობის სამხედრო რუკაზე მუშაობას.
“უკრაინის არმია უნდა პასუხობდეს NATO-ს ყველა კრიტერიუმს. პარტნიორებთან სრული თავსებადობის მიზნით ცვლილებები აუცილებელია”. – წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.