უკრაინის თავდაცვა: 17-დან, 11 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ

კიევის განცხადებით, ს მიერ გაშვებული 17 დრონიდან, 11 ჩამოაგდო. მოსკოვმა იერიში, ამჯერად, უკრაინის ოთხ რეგიონზე – მიკოლაივზე, ოდესაზე, ვინიციასა და დნიპროპეტროვსკზე მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ვინიციას რეგიონის ხელმძღვანელმა, სერჰი ბორზოვმა განაცხადა, რომ რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. ხანძარი საბოლოოდ ლოკალიზებულია, – დაწერა ბორზოვმა Telegram-ზე.
სამხრეთ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში მაღალსართულიანი შენობა, რომელიც ჯერ კიდევ მშენებარე იყო, ნაწილობრივ დაზიანდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი ოლეჰ კიპერი Telegram-ზე.
ამ ფონზე, გაეროს ბირთვული სააგენტოს უფროსი რაფაელ გროსი მიესალმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო დაბომბვის შემცირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ში და შეამოწმა საცავები იმის დასადგენად, იყო თუ არა საკმარისი წყალი გაგრილებისთვის.
გროსიმ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ქარხნის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებების დაბალი დონის შესახებ ისაუბრა.
„ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა შედარებით სტაბილური იყო“, – თქვა გროსიმ ვიდეოში.
გროსის თქმით, გასულ წელს ნოვა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ, წყალმომარაგების შემოწმება მნიშვნელოვანი იყო. ელექტროსადგურს,მანამდე, წყალი ამ საცავიდან მიეწოდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ