უკრაინის თავდაცვა, ახლო აღმოსავლეთთან ერთად, მთავარი საკითხია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

ს ძალებისგან უკრაინის თავდაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირისთვის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას – ამბობს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე წელს ატარებენ თავიანთ პირველ შეხვედრას, რომლის მთავარი თემებიც და ახლო აღმოსავლეთია.
“უკრაინა პროგრამის პირველი საკითხია”, – უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს 22 იანვრის შეხვედრის დაწყებამდე. “ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთისთვის გამოსავალს ვეძებთ, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას”, – აღნიშნა მან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე გამოვიდნენ პოზიციით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაა და შეშფოთება გამოხატეს ს პრემიერ-მინისტრის, ს მხრიდან ამ იდეის მკაფიოდ უარყოფის გამო.
ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე ცალ-ცალკე წარდგებიან ს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი.