რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ვერხოვნა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება უკრაინაში საომარი მდგომარეობის მორიგი სამი თვით გაგრძელების შესახებ.
2022 წლის 24 თებერვალს დაწესებული საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 335 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. საომარი მდგომარეობა გაგრძელდა 2024 წლის 13 მაისამდე და მასთან ერთად გაგრძელდა მობილიზაცია.
საომარი მდგომარეობის გაგრძელება, სხვა საკითხებთან ერთად, ნიშნავს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება კანონით გათვალისწინებულ ვადებში, მიმდინარე წლის მარტში არ ჩატარდება. შესაბამისად პრეზიდენტ ვოლოდიმეირ ზელენსკის უფლებამოსილება ავტომატურად გახანგრძლივდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა მაისში სრულდება.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები შეიძლება მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდეს.
საომარი მდგომარეობა უკრაინაში შემოღებულ იქნა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღეს. პარალელურად გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, მათი გახანგრძლივების საკითხზე უკრაინის პარლამენტში სულ 10 კენჭისყრა გაიმართა და ყოველთვის დეპუტატების ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს.