უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი – უკრაინა დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე კრიტიკულად დამოკიდებული დარჩება

უკრაინა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე კრიტიკულად დამოკიდებული დარჩება,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ანდრეი პიშნიმ განაცხადა.
მან გასულ წელს უპრეცედენტო და წარმოუდგენლად რთული უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის 2024 წლის ბიუჯეტი შეიცავს რეკორდულ დეფიციტს 43,5 მილიარდი დოლარის ოდენობით და ხელისუფლება მისი უმეტესი ნაწილის დასავლელი მოკავშირეების დახმარებით დაფარვას გეგმავს.
ანდრეი პიშნის თქმით, უკრაინის ეროვნული ბანკის საბაზო სცენარი ითვალისწინებს 2024 წელს უკრაინის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას 38 მილიარდი დოლარის დონეზე.
ამასთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანხის მოცულობის უზრუნველყოფა, არამედ რიტმი და დროულობა, რადგან ომის ბიუჯეტის დაპაუზება შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ