უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა მზად არის, სლოვაკეთთან ნავთობის ტრანზიტის საკითხი მოაგვაროს

უკრაინა მზად არის, ნავთობის ტრანზიტის საკითხი სლოვაკეთთან მოაგვაროს, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისი მექანიზმის ფარგლებში, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, რომან ანდარაკმა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მისი თქმით, უზრუნველყოფს ნავთობის შეუფერხებელ ტრანზიტს არასანქცირებული კომპანიებისთვის.
„უკრაინული მხარე მზად არის, გადაჭრას შესაძლო პრობლემატური საკითხები ექსპერტთა დონეზე, თუ სლოვაკური მხარე აამოქმედებს შესაბამის მექანიზმს, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. ამ დროისთვის, მას ეს არ გაუკეთებია“, – ნათქვამია მინისტრის მოადგილის წერილობით კომენტარში.
და უნგრეთი უკრაინის გავლით რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის განახლებას ითხოვენ, რომელიც მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე თვეში უკრაინამ „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ