უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი 1-ელ იანვარს, დილით შეწყდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო.
„ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დილის 07:00 საათზე შეწყდა რუსული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიაზე. მ დადგენილი წესით აცნობა ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშენკოს განცხადებით, რუსული გაზის ტრანზიტი ისტორიული მოვლენაა.
„ჩვენ შევწყვიტეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული მოვლენაა. კარგავს ბაზრებს, მას ექნება ფინანსური დანაკარგები. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება რუსულ გაზზე უარის თქმის შესახებ. ევროპული ინიციატივა Repower EU სწორედ იმას ითვალისწინებს, რაც დღეს უკრაინამ გააკეთა“, – განაცხადა გერმან გალუშენკომ.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი ხორციელდებოდა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც დაიდო 2019 წლის ბოლოს, რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე. 1-ელ იანვარს ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა და უკრაინამ მათ გაგრძელებაზე უარი თქვა.