უკრაინის ელჩი ნატოში: კიევს 1 მლრდ ევრო ესაჭიროება წლის ბოლომდე -ისგან იარაღის შესასყიდად

უკრაინას 1 მილიარდი ევრო ესაჭიროება -ისგან იარაღის შესასყიდად მიმდინარე წლის ბოლომდე, განუცხადა Bloomberg News-ს ნატოში უკრაინის ელჩმა, ალიონა ჰეტმანჩუკმა.
„ძალზე მადლიერი ვიქნებოდით მოკავშირეთა მხრიდან ახალი შენატანებისთვის, რათა უკრაინამ დაუბრკოლებლად შეძლოს შეიარაღების მიღება PURL-ის გზით,” თქვა ჰეტმანჩუკმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, სამშვიდობო დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებები „არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც იმის სიგნალი, რომ უნდა შეწყდეს უკრაინის დახმარება და რუსეთზე ზეწოლა“.
ინიციატივა PURL („უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია“) ნატოს წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, კიევისთვის აშშ-ისგან შეისყიდოს შეიარაღება.
ჰეტმანჩუკის თქმით, პროგრამა ძალზე ეფექტიანად მუშაობს: მან დაფარა Patriot-ების შეძენისთვის საჭირო დაფინანსების 75% და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემების დაფინანსების 90%.
კანადამ, გერმანიამ, ნიდერლანდმა, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებმა 2,5 მილიარდი ევრო გამოყვეს PURL-ისთვის, მას შემდეგ რაც ის შეიქმნა წელს ზაფხულში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა