უკრაინის ეკონომიკის მინისტრი – იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ -თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა შეთანხმებაზე ძალიან ბევრი იმუშავეს – მნიშვნელოვანი პროგრესია, ორივე გუნდის მომლაპარაკებლების წყალობით იურისტებმა შეთანხმების პროექტში სწორი აქცენტები გააკეთეს“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება უკრაინის რადას მიერ უნდა მოხდეს.
„ვემზადებით, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას ოფიციალურად გავაფორმებთ“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა სთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
„შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.