უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს – არაადამიანია

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ამერიკელი პოლიტიკოსის, ცნობილი ამერიკული პოლიტიკური ოჯახის შთამომავლის, რობერტ კენედი უმცროსის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, -ს მიერ გამოყოფილი თანხები მიემართება არა ში, არამედ თავდაცვის ამერიკელი მწარმოებლებისკენ.
ფოჩხუას თქმით, რაც უკრაინას დამართეს ისტორიას არ ახსოვს და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს, არაადამიანია.
„რაც უკრაინას დამართეს ისტორიას არ ახსოვს. ფაქტიურად, ევროპის ეს უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა აღარ არსებობს. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე, რომელიც გაწყდა და ვინც გადარჩა, ის ემიგრაციაშია.
ამაზე უკვე მარტო “ქართული ოცნება” არ ლაპარაკობს, ამერიკელებიც და ევროპელებიც ალაპარაკდნენ, (შოლცის წაგება ამის ნათელი მაგალითია) ჯერ სად არიან, ყველაფერს აეხდება ფარდა.
უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე როგორც სააკაშვილის, არის საკუთარი სამშობლოს მტერი და დღეს ვინც მხარს უჭერს ამ ომს, არაადამიანია.
უკრაინის დროშების ავატარად გამოტანა კი ფარსი და უკრაინის მტრობაა.
დავინახეთ უკვე ვინ ყოფილა უკრაინის მეგობარი თუ ისევ დარჩა კითხვები?“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში