უკრაინის დრონებმა რუსეთში დარტყმები განახორციელეს ნავთობის ბაზაზე, საწარმოზე და ქიმიურ ქარხანაზე

14 დეკემბრის ღამეს დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ს ვოლგოგრადის ოლქში, ურუპინსკში მდებარე ნავთობის საწყობს – იუწყება გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი. მისი თქმით, ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და დაზარალებულები არ არიან.
გამოცემა Astra ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ურუპინსკში “ალფაოილის” ბაზა 18 რეზერვუარს მოიცავს. ამ ობიექტზე 3 დეკემბერსაც განხორციელდა თავდასხმა.
იაროსლავლში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის ობიექტი გახდა ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო “სლავნეფტ-იანოსი”. ამ ობიექტზე 12 დეკემბერსაც განხორციელდა დარტყმა.
კრასნოდარის მხარეში ადგილობრივი მოსახლეობა იუწყებოდა აფეთქებებზე ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოს სიახლოვეს. იუწყებიან, რომ ხანძარი ჩააქრეს და დაზარალებულებუი არ არიან.
ქიმიურ საწარმო “შჩიოკინოაზოტის” სიახლოვეს აფეთქებებსა და ხანძარზე იუწყებოდა შჩიოკინო-ტულსკის ოლქის მოსახლეობაც. ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის თანახმად, ს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამ ოლქის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 15 დრონი, დაზარალებულები არ არიან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას, ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გადაიტაცეს და გაანადგურეს უკრაინის 141 დრონი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, სამინისტროს შესაბამის განცხადებაში ნახსენები არაა ვოლგოგრადის ოლქი – სადაც ურუპინსკი მდებარეობს.