უკრაინის დელეგაცია პარიზში ჩავიდა ევროპელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შესახვედრად

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკის მიერ დღეს, 17 აპრილს ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში იმყოფება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრი სიბიჰასა და რუსტემ უმეროვთან ერთად.
ერმაკის თანახმად, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს გამართავენ წარმომადგენლებთან იმ სახელმწიფოების, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირება, კერძოდ, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან.
როგორც ერმაკი წერს, მუშაობენ უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ცნობილია, რომ პარიზში იმყოფებიან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს