უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებისთვის -ში მიემგზავრება, სადაც სტივ უიტკოფთან შეხვედრა გაიმართება

უკრაინის დელეგაცია „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ მოლაპარაკებებისთვის -ში მიემგზავრება, – ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის წარმომადგენლები აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისლიცა იქნებიან.
უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ფლორიდაში გაიმართება.