უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში ჩავიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იუწყება, რომელიც რომელიც ასევე დელეგაციის წევრია.
მისივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე ხელი მოეწერა“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!