უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია, რომელსაც უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში ჩავიდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იუწყება, რომელიც რომელიც ასევე დელეგაციის წევრია.
მისივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
„ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესს. ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვის სფეროში მხარდაჭერაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე ხელი მოეწერა“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და -ის მხარდაჭერა ამ პროცესში. ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.