უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანდრეი ერმაკიც ცნობით, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრეი სიბიგასთან და რუსტემ უმეროვთან ერთად ჩავიდა.
„ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების სერია „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები -ის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფებიან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი X-ზე.
შეგახსენებთ, -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?