უკრაინის და სლოვაკეთის პრემიერები „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ თავის სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან მიაღწია შეთანხმებას „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკის შესახებ.
შმიჰალის თანახმად, ორი მეზობელი ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობა, რომელიც გაუარესდა მას მერე, რაც პოპულისტი სლოვაკი ლიდერი შარშან არჩევნებზე გამარჯვებული გამოვიდა და გამოაცხადა, რომ კიევს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.
შმიჰალის თანახმად, ის თავის კოლეგას შეხვდა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში, რათა ორმხრივ ურთიერთობაში „ახალი გვერდი გადაშალონ“. ეს შეთანხმება შედგა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ფიცომ უკრაინის დედაქალაქზე რაკეტების ჩამოყრიდან რამდენიმე საათში თქვა, რომ ცხოვრება კიევში „ნორმალურადაა“.
შმიჰალმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება „საკითხთა რიგის“ გარშემო იმაზე, რომ ს შეეძლება ს ფირმებისგან იარაღი მთავრობის ჩაურევლად შეიძინოს და რომ ბრატისლავა მხარს დაუჭერს Ukraine Facility-ის პროგრამას, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას.
მიუხედავად პოლიტიკური გამოწვევებისა, ჩვენ განვავითარებთ „ახალი პრაგმატიზმის“ პოლიტიკას ჩვენს ურთიერთობაში, თქვა უკრაინის პრემიერ მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს