უკრაინის და რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები იყო

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქ კიევზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევში ათამდე დრონი მოიგერია. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში 1 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა.
29 უკრაინული დრონის მოგერიებას იუწყება ს თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში 20 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში, 7 – კალუგაში, 1 – სმოლენსკის ოლქში და 1 – კურსკში.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად სტაროდუბსკის რაიონში ბავშვი დაიღუპა. დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყარებით გადამოწმება გართულებულია.