უკრაინის დახმარების განხილვის წინ, ორი რესპუბლიკელი ჯონსონის გადადგომას ითხოვს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მეისი შეუერთდა წინადადებას, რომ პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგეს.
მანამდე, კიდევ ერთმა თანაპარტიელმა, წარმომადგენელმა მარჯორი ტეილორ გრინმა ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენებისთვის წინადადება წარადგინა.
ტეილორ გრინის სპიკერ ჯონსონთან დაპირისპირება წარმომადგენელთა პალატაში $1.2-ტრილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტის მიღებას მოჰყვა, რასაც მარჯორი ტეილორ გრინი ეწინააღმდეგებოდა. ხმის მიცემის შემდეგ გრინმა განაცხადა, რომ ჯონსონმა რესპუბლიკელებს “უღალატა”.
თუმცა, გრინის წინადადებას თომას მეისი მას შემდეგ შეუერთდა, რაც წინა დღეს ჯონსონმა წარმომადგენელთა პალატაში უცხო ქვეყნების დახმარების განხილვის გეგმა წარადგინა.
თომას მეისიმ X-ზე ჯონსონი ბიუჯეტის კანონისა და მეთვალყურეობის კანონპროექტის მიღების გამო, და ასევე ამ კვირაში ს, უკრაინისა და ტაივანისთვის $95-მილიარდიანი პაკეტის განხილვის დაგეგმვისთვის გააკრიტიკა.
მეისის თქმით, მან მაიკ ჯონსონს უკვე აცნობა, რომ მის წინააღმდეგ თანამდებობიდან გადაყენების პროცესს შეუერთდება და მოუწოდა, თანამდებობიდან გადადგომა წინასწარ გამოაცხადოს, რათა რესპუბლიკელებმა ახალი სპიკერის არჩევა შეძლონ.
მოგვიანებით მაიკ ჯონსონი ორი რესპუბლიკელის მოწოდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს.
“ეს, ჩემი აზრით, აბსურდული წარმოდგენაა, რომ ვინმე [ჩემი] თანამდებობიდან გადაყენების წინადადებას წარადგენდა, როცა ჩვენ აქ მხოლოდ ჩვენი საქმის გასაკეთებლად ვიმყოფებით”. – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
აქამდე, მაიკ ჯონსონი ამბობდა, რომ კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.
იგი ამ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ კანონპროექტი -მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს არ მოიცავდა, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
თუმცა 16 აპრილს ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ. ხოლო $95-მილიარდიან კანონპროექტში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განხილული არ იქნება.
ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნაროკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს.
თუკი მარჯორი ტეილორ გრინი და თომას მეისი სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე ახლო მომავალში კენჭისყრას მოითხოვენ, მაიკ ჯონსონს თანამდებობის შესანარჩუნებლად დემოკრატების მხარდაჭერაც დასჭირდება.
თავის მხრივ, ბოლო კვირებში დემოკრატები ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარებას გაიტანდა, ისინი ჯონსონს თანამდებობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდნენ.
უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების საკითხზე ჯონსონი ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წამოაყენა წინადადება, რომ ს დახმარება სესხის სახით გადასცენ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოიწონა.
“ჩვენ ვფიქრობთ, ამას [დახმარებას] სესხის სახე ჰქონდეს და არა – საჩუქრის”. – თქვა ტრამპმა.
ამას გარდა, ჯონსონმა წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების გასატანად შეიძლება ისეთი კანონპროექტების მიღება სცადოს, რომლებიც უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებს გადმოიბირებს.
ამისთვის შესაძლოა კენჭისყრა ორ ეტაპად წარიმართოს: პირველ ჯერზე წარმომადგენელთა პალატაში სენატში მიღებულ კანონპროექტს უყრიან კენჭს, ხოლო მეორე ეტაპზე შესაძლოა REPO-ს (“REPO for Ukrainians Act”) აქტის მიღება განიხილონ, რაც გაყინული ს სუვერენული აქტივების გაყიდვას გულისხმობს. ამასთანავე, შესაძლოა დაემატოს კანონპროექტი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ნებართვებზე ს მიერ დაწესებულ მორატორიუმს გააუქმებს.