უკრაინის დასახმარებლად, ბრიუსელი ბუდაპეშტის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთი უკრაინის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბრიუსელს სურს ევროკავშირის სრული მხარდაჭერის მოპოვებას, რათა ამ კვირაში დაგეგმილ სამიტზე, ს 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) დახმარება დაუმტკიცოს, რისთვისაც ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი.
ეს სთვისაც მტკიცე სიგნალი იქნებოდა, თქვა საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის მორიგი სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ბლოკის 27 ქვეყნიდან ფინანსური დახმარების დამტკიცებას მარტო ერთი წევრი აფერხებს, აღნიშნავს ის. გერმანიის მთავრობის წევრი მიანიშნებს უნგრეთზე, რომლის პრემიერ-მინისტრი მოსკოვთან კავშირებით ამაყობს და კიევის დახმარებას ვეტოთი ემუქრება.
უკრაინა, რომელიც თავს რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო თავდასხმისგან იცავს, უკვე მეორე მკაცრი ზამთრის პირობებში იბრძვის. კიევისთვის დასავლეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკისგან 60 მილიარდი დოლარის დახმარების ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. თეთრი სახლის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია.
„ჩვენი მკაფიო მიზანია დავარწმუნოთ ეს სახელმწიფო, რომ უკრაინის დახმარება არის სწორი ინსტრუმენტი ჩვენი ერთიანობის საჩვენებლად და რუსეთისთვის მტკიცე სიგნალის გასაგზავნად. ამას გარდა, მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის (ჯო) ბაიდენის ძალისხმევას, შემდგომი აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზებისთვის“, – თქვა გერმანიის ოფიციალურმა პირმა. კითხვაზე, იყო თუ არა სათადარიგო გეგმა, ანუ გეგმა-B, მან განაცხადა: “ჩვენ ფსონს A გეგმაზე ვდებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს