უკრაინის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან

უკრაინის დასავლეთ ნაწილში სტიქიას ებრძვიან. სტიქიის გამო ქალაქ ლვოვში საფრთხის მაქსიმალური, მესამე დონე გამოცხადდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქში ქუჩები დაიტბორა. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი 10 ივლისს დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.
ლვოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, უამინდობის გამო 192 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.