უკრაინის დამოუკიდებლობა იარაღშია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მ უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა იარაღშია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ასევე განხილული იყო დამოუკიდებლობის საკითხი იარაღის წარმოების კუთხით. კერძოდ, დრონები, სარაკეტო პროგრამა და ჯარისთვის განკუთვნილი რობოტიზირებული სისტემები.
„გავმართე შტაბის სხდომა. საკითხები სხვადასხვა იყო, თუმცა მთლიანობაში ეხებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას იარაღის კუთხით – დრონების წარმოებას, სარაკეტო პროგრამას, ტექნოლოგიურ კომპონენტებს ჯარისთვის, კერძოდ, რობოტიზირებულ სისტემებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ში მუშაობენ დიდ შესყიდვებზე და მასშტაბურ წარმოებაზე.
„მე მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომელიც ჩვენ გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს