უკრაინის დაზვერვის სპიკერი – რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო

რუსეთმა დნესტრისპირეთის “დეპუტატების” სხდომიდან სასურველი შედეგი ვერ მიიღო. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“დღეს, “დმრ”-ში [დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა”] ვითარების გათვალისწინებით, არაფერი არ მოხდა. რუსეთმა სასურველი შედეგი არ მიიღო. ამ ვითარებაში მათი მცდელობებმა – პოლიტიკურმაც და საინფორმაციომაც – მარცხი განიცადეს”, – განაცხადა იუსოვმა.
მისი თქმით, ცნობების იმის შესახებ, რომ დნესტრისპირეთის “დეპუტატები” ვლადიმირ პუტინს ს შემადგენლობაში შესვლას სთხოვდნენ, არ დადასტურდა, როგორც უკრაინის დაზვერვა ვარაუდობდა.
იუსოვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატების სხდომამ” არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპულ ინსტიტუტებსაც მიმართა “მრავალვექტორულ სტილში”, რაც თავის მხრივ “მრავლისმეტყველი ფაქტია.”

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში