უკრაინის დაზვერვა რუსეთის ტერიტორიაზე რკინიგზის აფეთქების შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ კვირას გამოაქვეყნა სარკინიგზო ხიდის აფეთქების ამსახველი ვიდეო. უწყება ამტკიცებს, რომ აფეთქება რუსეთის რეგიონ ულიანოვსკში მოხდა.
ხოლო აფეთქებული სარკინიგზო ხიდი მდინარე სვიაგის მახლობლად, ადგილობრივი სალოკომოტივო დეპოსა და ულიანოვცკსი სამოტორო ქარხნის შორის მდებარეობს.
“რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოგისტიკა მორიგ ჯერზე გართულდა”- აცხადებს უკრაინის დაზვერვა. მაგრამ ცნობის მიხედვით არ არის ცხადი, თუ ვინ ააფეთქა ხიდი. არაფერია ცნობილი ასევე ნგრევის მასშტაბის შესახებ. გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ხიდი ჩანგრეული არ არის.
აფეთქებას ულიანოვსკში რუსეთის მხარე არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ