უკრაინის დაზვერვა – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 000-1 100 ადამიანი უერთდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს ყოველდღიურად დაახლოებით 1 000-1 100 ადამიანი უერთდება, ანუ თვეში დაახლოებით 30 000, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„ამას ფარული მობილიზაცია არ შეიძლება ეწოდოს. მოდით ასე ვთქვათ: მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს. უბრალოდ, ეს არ ხორციელდება ისე მასიურად, როგორც 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში“, – განმარტა ვადიმ სკიბიცკიმ.
მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რეფორმატირება.
„უკვე შეიქმნა მრავალი ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია, რომლებიც ექვემდებარებიან როგორც ს თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის გვარდიის კონტროლს. ის „ვაგნერელები“, რომლებმაც გააფორმეს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან ან რუსეთის გვარდიასთან, განაგრძობენ სამსახურს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ან სხვა კერძო კომპანიებში“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ