უკრაინის დაზვერვა: ვორონეჟის ოლქში იარაღის საწყობი გავანადგურეთ

უკრაინის დაზვერვამ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ იწვის ვარონეჟის ოლქში მდებარე იარაღის საწყობი.
“ხმაური რუსეთში – 2024 წლის 25 ივნისს, ვორონეჟის ოლქის ოლხოვატის რაიონში, მზვერავებმა მტრის იარაღის საწყობზე იერიში მიიტანეს”. – წერია პოსტში.
დაზვერვის ცნობით, იარაღის საწყობის საერთო ფართი 3500 კვადრატულ მეტრს წარმოადგენს. იერიშის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა.