უკრაინის დაზვერვა: განადგურებულია $16 მილიონის ღირებულების დრონების ნაწილების საწყობი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთში განადგურებულია შაჰედის ტიპის დრონების სათადარიგო ნაწილების საწყობი.

ს შემადგენლობაში მყოფი თათრეთის რესპუბლიკაში დაიწვა საწყობი, რომელშიც შაჰედის დრონების ნაწილები ინახებოდა.

“ყველაფერი დაიწვა. რუსული საწყობის განადგურების შედეგად აგრესორის ზარალი დაახლოებით $16 მილიონით ფასდება”. – წერია უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, საწყობში 65 დრონის გარდა ინახებოდა შემდეგი სათადარიგო ნაწილები: ძრავები, სანავიგაციო სისტემები, თერმული კამერები.

საწყობში დაახლოებით 400-მდე შაჰედის დასამზადებლად საკმარისი სათადარიგო ნაწილები ინახებოდა.

წყარო