უკრაინის დაზვერვა: ბაქოსთან დაძაბულობის ფონზე, მოსკოვი სომხეთში სამხედრო ძალას ზრდის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ მისი ცნობებით, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დაძაბულობის ფონზე, ს ფედერაცია სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის.
პასუხად სომხეთი აცხადებს, რომ მისი ტერიტორია არ შეიძლება მესამე ქვეყნებმა საომრად გამოიყენონ.
„კრემლმა დააჩქარა თავისი სამხედრო ბაზის გაძლიერება გიუმრიში, სომხეთში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვამ 5 ივლისს. სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წლიდან არის განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა.
რას ამბობს უკრაინული დაზვერვა სომხეთში რუსეთის გეგმებზე
„სამხედრო მზადყოფნის გასაზრდელად, ჯარისკაცები მობილიზებულნი არიან როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში განლაგებული დანაყოფებიდან და ასევე დროებით ოკუპირებული დან“, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინული დაზვერვის თანახმად, რუსეთი „აქტიურად იზიდავს მოხალისეებს ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთსა და ადიღეში, – ჩაგრული ეთნიკური უმცირესობებიდან“.
უკრაინის თავდაცვის სადაზვერვო უწყების პრესსპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ „რუსული ჯარების სომხეთში განლაგება კრემლის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც გლობალური უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“.
„ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებასთან ერთად, მოსკოვი აძლიერებს თავის რეგიონულ სამხედრო პოზიციას. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება შესაძლოა წინასწარ იყო დაგეგმილი“, – განაცხადა მან.
უწყების განცხადებით, ის აგრძელებს „რუსეთი ჯარების გადაადგილების მჭიდრო მონიტორინგს როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ“.
უკრაინულ მხარეს ფეისბუკით გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ანი ბადალიანი.
რას ამბობს სომხეთი უკრაინის პასუხად
„მედიაში გავრცელებული გარკვეული გამოგონილი ცნობების პასუხად, სომხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება მესამე ქვეყნების მიერ იქნას გამოყენებული სამხედრო მოქმედებებისათვის ნებისმიერი მეზობლის წინააღმდეგ“, – დაწერა მან.
ოფიციალურ ბაქოსა და მოსკოვს ჯერჯერობით კომენტარები არ გაუკეთებიათ.
მედიის თანახმად, ამჟამად რუსეთს სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ისეთი დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები, როგორც ახლა აქვს, არასოდეს ჰქონია.
· 5 ივლისს სომხეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა „რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან ს მისამართით არამეგობრული, დეზინფორმაციული თავდასხმების გამო“.
· იმის ფონზე, რომ სომხური პოლიტიკური წრეები საუბრობენ სომხეთის ეკლესიაში „კაგებეს გავლენებზე“, ეკლესიის მეთაურს, კათალიკოს გარეგინ II-ს მწვავედ დაუპირისპირდა და მის გადადგომას ითხოვს; პარალელურად კი ღრმავდება სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები; დაწყებულია სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის რთული და, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პროცესიც;
· აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბულია – აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული Sputnik-ის დახურვითა და იქ მომუშავე „ФСБ-ს ორი აგენტის“ დაკავებით. ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.
ფორუმი