უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და ასეთი ომები ხელშეკრულებებით მთავრდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, ვერ ხედავს გზას, რომ მ ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე მოიგოს და მიაჩნია, რომ ასეთი ომები მხოლოდ ხელშეკრულებებით შეიძლება დასრულდეს.
მისი თქმით, მაშინაც კი, თუ უკრაინა შეძლებს, რუსული ჯარები თავის საზღვრებთან დააბრუნოს, რაც სულ უფრო შორეული პერსპექტივაა, ეს ომს არ დაასრულებს.
სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ახლა ორივე მხარე ცდილობს დაიკავოს „სასარგებლო პოზიცია“ პოტენციური მოლაპარაკებების წინ, მაგრამ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეიძლება, 2025 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყოს.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ იარაღი, შესაძლოა, ორივე მხარეს დაუმთავრდეს, მაგრამ თუ სხვა ასპექტებში არაფერი შეიცვლება, უკრაინა პირველი იქნება, რომელსაც იარაღის მარაგი ამოეწურება.
სკიბიცკი აცხადებს, რომ ომის ყველაზე დიდი უცნობი ფაქტორი ევროპაა. თუ უკრაინის მეზობლები არ იპოვიან გზას კიდევ უფრო გაზარდონ თავდაცვის წარმოება უკრაინის დასახმარებლად, საბოლოოდ ისინიც ს სამიზნეში აღმოჩნდებიან.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. არჩევანი არ გვაქვს. გვინდა ვიცხოვროთ. მაგრამ ომის შედეგი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას