რუსეთის არმიის მასირებული თავდასხმის გამო უკრაინის ჯარები მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ და როგორც უკრაინის გენშტაბი იტყობინება ფეისბუკის გზით, უკრაინის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან.
ცნობით, მიზანი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რომ რუსეთის ჯარმა რამდენიმე პუნქტი დაიკავეს, რაც უკრაინულმა მხარემ ნაწილობრივ უარყო.
შექმნილი ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო თავისი ვიზიტი ესპანეთსა და პორტუგალიაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კიევი სამხედრო დახმარების სახით ორ მილიარდ დოლარს მიიღებს. ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე საკუთარი თავი დაამტკიცოს, მაგრამ საქმე ეხება ასევე მომავალი იერიშების მოგერიებას, თქვა ბლინკენმა, და დასძინა, რომ საქმე ეხება ქვეყნის იმ მდგომარეობაში მოყვანას, რომ მომავალი თავდასხმებისგან თავდაცვა შეძლოს.
15 მაისის დილით ყირიმის ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ქალაქ სევასტოპოლზე უკრაინის რაკეტების და დრონების თავდასხმის შესახებ იტყობინებოდა რუსეთი. დრონებით თავდასხმა მოხდა ასევე უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ბელგოროდზე.
ფორუმი