უკრაინის გენშტაბი – უკრაინულმა ჯარებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, უფრო ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უკრაინული მედია იუწყება, რომ კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის ოფიციალურ რუკაზე სუჯა მონიშნულია, როგორც ს კონტროლის ქვეშ მყოფი, რაც ქალაქიდან უკრაინული ძალების გაყვანის ოფიციალურ დადასტურებას ნიშნავს.
ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსები არ თმობენ უკრაინული ჯარების პოზიციების დაკავების მცდელობებს და კურსკის მიმართულებით, მხოლოდ 15 მარტს, 17 შეიარაღებული შეტაკება განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე – შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს – ნინო სახელაშვილი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა