უკრაინის გენშტაბი – უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს კალუგას, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში ოკუპანტების მნიშვნელოვან ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების რიგ მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, 25 ნოემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, თავს დაესხნენ ოკუპანტების უამრავ მნიშვნელოვან ობიექტს ს ბრიანსკის, კალუგას და კურსკის ოლქებში.
გენერალურმა შტაბში აცხადებენ, რომ დადასტურებულია ინფორმაცია კალუგას ოლქში ნავთობის საცავის წარმატებულად განადგურების შესახებ და ზუსტდება ინფორმაცია სხვა ობიექტებზე საბრძოლო მუშაობის შედეგების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან