უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონამდე ნავთობია.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს სისტემატურად ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის მომარაგებაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან“, – აცხადებენ გენშტაბში.
