უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში მდებარე საზღვაო პორტში „შაჰედებისთვის“ განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთული გემს დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შესამცირებლად, 14 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, საცეცხლე დარტყმა განახორციელეს საზღვაო პორტ „ოლიაზე“ (რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქი)“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების განმარტებით, პორტს პუნქტს ირანიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის ჩასატანად იყენებს.
„არსებული ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა გემ „პორტ ოლია 4“-ზე, რომელიც დატვირთული იყო ირანიდან ჩამოტანილი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებით და საბრძოლო მასალით“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგები ზუსტდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?