უკრაინის გენშტაბი – უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უნარს, აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების გამოვლენა და მოგერიება მოახდინო“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 10 მსგავსი სარადარო სისტემა რჩება. თითოეულის ღირებულება კი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: პარტიას ვეღარ შევქმნი, ჩემთვის ეს დრო დასრულებულია, ახლა ჩემი როლი სხვა არის, რაც შეეხება დებატებს, არ არსებობს იმის ვარიანტი, ერთსაათიან დებატში პრემიერთან რამეს მიაღწიო, ეს არის ფიგურული სრიალი