უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი უკრაინასთან სახელმწიფო საზღვრების გამაგრებით აქტიურად არის დაკავებული.
„რუსები ინარჩუნებენ სამხედრო მზადყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ატარებენ დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობას, რუსეთის ტერიტორიიდან ესვრიან დასახლებულ პუნქტებს და ზრდიან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ნაღმების და ფეთქებადი ბარიერების სიმჭიდროვეს“, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.
როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, არტილერიისა და ნაღმმტყორცნების შედეგად 30-მდე საზღვრისპირა დასახლება დაზარალდა.